ფრანგული ლიგა 1-ს მე-12 ტურში ზურიკო დავითაშვილის სენტ'ეტიენმა სახლში მონპელიეს 1:0 მოუგო.
ნაკრებიდან კლუბში დაბრუნებულმა ზურიკო დავითაშვილმა მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და 87 წუთი ითამაშა, თუმცა საგოლე ქმედებებით თავი არ გამოუჩენია.
სენტ'ეტიენმა რონის დერბიში ლიონთან მარცხის შემდეგ ხასიათი გამოიკეთა, სეზონში მე-4 გამარჯვება მოიპოვა და გასავარდნი ზონიდან პირდაპირ მე-13 ადგილზე გადაინაცვლა.
მოედანზე გატარებულ 65 წუთში დავითაშვილი ბურთს 22-ჯერ შეეხო, 16-დან 14 ზუსტი პასი შეასრულა და ორჯერ კარში ზუსტად დაარტყა, რისთვისაც SofaScore-მ ქართველს 6.5 შეფასება დაუწერა.