ფრანგული ლიგა 1-ს ოქტომბრის საუკეთესო ფეხბურთელად საქართველოს ნაკრების შემტევი, ზურიკო დავითაშვილი დასახელდა.
გასულ თვეში ზურიკომ სენტ'ეტიენის მაისურით 3 მატჩი ჩაატარა და 5 გოლის გატანა მოახერხა.
ამ ჯილდოსთვის ბრძოლაში დავითაშვილმა პსჟ-ს შემტევს, ბრედლი ბარკოლას და ლილის მეკარეს, ლუკას შევალიეს აჯობა.
შეგახსენებთ, რომ საუკეთესო ფეხბურთელთან ერთად, ზურიკო ლიგა 1-ს თვის საუკეთესო გოლის ავტორადაც დაასახელეს.
ამრიგად, სექტემბერში ლიგა 1-ში საუკეთესოდ ბარკოლა სცნეს, ოქტომბერში კი - ქართველი შემტევი, რომელიც სენტ'ეტიენს გასულ ზაფხულს, ბორდოდან შეუერთდა.