საფრანგეთის ლიგა 1-ს მე-11 ტურში რონის დერბი შედგა - ლიონმა სენტ'ეტიენს უმასპინძლა.
შეხვედრა ტრადიციულად ძალიან დაძაბული გამოვიდა და ლიონის გამარჯვებით, 1:0 დასრულდა.
მატჩის ერთადერთი გოლი 29-ე წუთზე ალექსანდრ აკაზეტმა გაიტანა. გიორგი მიქაუტაძე მოედანზე 79-ე წუთზე სწორედ ლაკაზეტი შეცვალა, რამდენიმე წუთში საჯარიმოში სენტ ეტიენთა შეცდომით ისარგებლა და თანაგუნდელს გაატანინა, თუმცა ეპიზოდის ვიდეორეფერით გადამოწმების შემდეგ, მსაჯმა დაადგინა, რომ ქართველმა ხელით ითამაშა და გოლი გააუქმა.
რაც შეეხება ზურიკო დავითაშვილს, მან მოედანზე სრული მატჩი ჩაატარა, თუმცა თავისი გუნდი მარცხისგან ვერ იხსნა.
ლიონმა 18 ქულა დააგროვა და მე-5 ადგილზე გადაინაცვლა, ლიონი კი 10 ქულით გასავარდნ ზონაში, კერძოდ მე-16 ადგილზე დარჩა.