საფრანგეთის ლიგა 1-ს მე-12 ტურში ლიონმა სტუმრად რეიმსს ვერ მოუგო.
შეხვედრა საბრძოლო ფრედ 1:1 დასრულდა.
მეშვიდე წუთზე თამაშგარის გამო გაუქმდა ბენრაჰმას გოლი, თუმცა 38-ზე რაიან შერკიმ მაინც მოახერხა ლიონის დაწინაურება.
55-ზე დიაკიტემ ანგარიში გაათანაბრა და როგორც აღმოჩნდა, მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
საქართველოს ნაკრების ფორვარდმა გიორგი მიქაუტაძემ მატჩი თადარიგში დაიწყო და თამაშში 79-ე წუთზე ჩაერთო.
დამატებული დროის ჩათვლით 18 გატარებულ წუთში მიქაუტაძე ბურთს 11-ჯერ შეეხო, 6-დან 6 ზუსტი პასი შეასრულა, თუმცა კარში დარტყმა ვერ მოახერხა და SofaScore-სგან 6.7 შეფასება მიიღო.