იტალიის თასის 1/2 ფინალში ატალანტა ფიორენტინას დაუპირისპირდა.
პირველი მატჩი ფლორენციელთა გამარჯვებით 1-0 დასრულდა. დღეს კი შეხვედრა ბერგამოში გაიმართა.
მასპინძლებმა 4-1 იმარჯვეს. თავი კოოპმაინერსმა, სკამაკამ, ლუკმენმა და პაშალიჩმა გამოიჩინეს. სტუმართა მხრიდან გოლი კი მარტინეს კუარტამ გაიტანა.
ატალანტამ ორი მატჩის ჯამში 4-2 მოიგო და იტალიის თასის ფინალში გავიდა, სადაც ტურინის იუვენტუსს დაუპირისპირდება, რომელმაც თავის მხრივ ლაციოს აჯობა ორმატჩიან დუელში.