ფაბრიციო რომანოს ცნობით, მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს და ტეუნ კოოპმაინერსი კარიერას იუვენტუსში გააგრძელებს.
ატალანტა ტურინელების შემოთავაზებას დათანხმდა. ბერგამოელები ნიდერლანდელი ნახევარმცველის სანაცვლოდ ფიქსირებული 52 მილიონ ევროსა და დამატებით 7 მილიონს ბონუსების სახით მიიღებენ.
თავად მოთამაშე სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ იუვესთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
კოოპმაინერსი ატალანტას 2021 წელს ალკმაარიდან შეუერთდა. მას ნიდერლანდების ნაკრებში 21 მატჩი აქვს ჩატარებული.
ბიანკონერიმ ოფიციალურად უკვე გაიფორმა ნიკო გონსალესი ფიორენტინადან და ფრანსისკო კონსეისაო პორტუდან, შემდეგი კი სწორედ ნიდერლანდელია.
იუვენტუსმა 2 ტრანსფერი შეათანხმა