სერია ა-ს მე-11 ტურში ნაპოლი საკუთარ კედლებში ატალანტასთან განადგურდა.
შეხვედრა სტადიონ დიეგო არმანდო მარადონაზე გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით 3:0 დასრულდა.
დუბლი მატჩში ადემოლა ლუკმანმა შეასრულა, რომელსაც ორივე შემთხვევაში საგოლე პასი შარლ დე კეტელარემ გაუკეთა.
მეორე ნახევარში კი წერტილი შეცვლაზე შემოსულმა რეტეგიმ ბოლო წუთებზე დასვა და ნაპოლის ამ სეზონში მე-2 მარცხი აგემა.
გასპერინის ატალანტამ 22 ქულა დააგროვა და მე-2 ადგილზე მინიმუმ ტურის ბოლომდე გადაინაცვლა. ნაპოლი 25 ქულით ლიდერი რჩება, თუმცა ინტერს სხვაობის 1 ქულამდე შემცირების კარგი შანსი მიეცა.
ხვიჩა კვარაცხელიამ მოედანზე 71 წუთი გაატარა და SofaScore-სგან 6.7 შეფასება მიიღო, შემდეგ კი მოედანზე ადგილი დავიდ ნერეშს დაუთმო.