მადრიდის ქუჩებში დიდი ზეიმია. რეალი ისტორიაში 36-ე ლა ლიგის მოგებას აღნიშნავს.
ქალაქში უამრავი მადრიდისტა შეიკრიბა, გუნდის წევრები კი მათ წინაშე სიტყვით გამოვიდნენ.
რა თქმა უნდა, ერთ-ერთი კარლო ანჩელოტი იყო, რომელმაც გულშემატკივრებთან ერთად რეალის ჰიმნი შეასრულა.
"ერთად ვიმღეროთ მსოფლიოში ყველაზე ლამაზი სიმღერა" - მიმართა ანჩელოტიმ ფანებს.
მოგვიანებით რეალის მთავარმა მწვრთნელმა თქვა, რომ კამავინგასთან ერთად ცეკვაზე ოცნებობდა და ფრანგთან ერთად იცეკვა კიდეც.
დონ კარლომ თავის ფეხბურთელებთან ერთად ცნობილი ფოტოს რიმეიქიც შემოგვთავაზა.
