ჯუდ ბელინგემი კილიან მბაპეს აცილებული პენალტის შემდეგ გამოექომაგა.
ფრანგმა შემტევმა ლივერპულთან მატჩის მე-2 ტაიმში ანგარიშის გათანაბრების იდეალური შანსი გაუშვა ხელიდან, როცა წერტილიდან მეკარეს ვერ აჯობა.
„მბაპეს პენალტი? ხდება ხოლმე. პენალტი არ არის მიზეზი, რომლის გამოც წავაგეთ.
უბრალოდ, გუნდურად ვიყავით არასაკმარისად კარგები, მეტოქემ გვაჯობა." - აღნიშნა ინგლისელმა.