ტორონტო რეპტორსში ვინს კარტერის 15-ნომრიანი მაისური გაუქმდა. კარტერი გახდა ტორონტოს ისტორიაში პირველი მოთამაშე, რომელსაც ეს პატივი ერგო.
ვინსი რეპტორსში 1998-2004 წლებში თამაშობდა, სადაც წლის საუკეთესო ახალწვეული და ჩატენვების კონკურსის ჩემპიონი გახდა.
კარტერმა კარიერა 2020 წელს ატლანტა ჰოუქსის რიგებში დაასრულა. ის კარიერაში 8-ჯერ მოხვდა NBA-ს ყველა ვარსკვლავის მატჩში.
ვინსი 2000 წლის სიდნეის ოლიმპიადის ჩემპიონია აშშ-ს ნაკრებთან ერთად. კარტერის კარიერული სტატისტიკა ასეთია - 25.728 ქულა, 6.606 მოხნსა, 4.714 შედეგიანი გადაცემა.