ფრანგმა ძიუდოისტმა ტედი რინერმა გურამ თუშიშვილთან პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე მომხდარი ინციდენტი შეაფასა.
როგორც იცით, მეოთხედფინალურ ბრძოლაში თუშიშვილთან იპონით გამარჯვების შემდეგ, ფრანგმა ქართველი პროვოცირებაზე წამოაგო, რაც თუშიშვილმა არ მოითმინა და ტატამიზე სპორტსმენებს შორის შელაპარაკება მოჰყვა, რამაც გურამის ოლიმპიადიდან მოხსნა და დროებით ყველა ტურნიდიდან დისკვალიფიკაციაც გამოიწვია.
რინერის პროვოკაცია და დისკვალიფიცირებული თუშიშვილი - რა მოხდა რეალურად ტატამიზე
„ჩვენს შორის დიდი გაუგებრობა მოხდა. ჩემპიონთა ლიგაზე, პარი სენ-ჟერმენის გუნდით თუშიშვილის გუნდ შევხვდი, როდესაც მან ორი ისეთი რაღაც გააკეთა, რაც ძიუდოში ძალიან მოულოდნელი და სამწუხაროა.
მატეს შემდეგ ის თავს დამესხა, შემდეგ კი გამოიყენა ტექნიკა, რომლითაც ჩემთვის დიდი ტრავმის მოყენებაც შეეძლო. როგორც წესი, ეს დისკვალიფიკაციაა.
იმ ბრძოლის გამარჯვებულად თუშიშვილი გამოაცხადეს, თუმცა შემდეგ კომისიამ ეს მომენტი ახლიდან განიხილა და მისი დისკვალიფიკაციის გადაწყვეტილება მიიღო, გამარჯვება კი მე მომაკუთვნა.
ალბათ, ეს მცირე შურისძიება იყო. ჩემი აზრით, თუშიშვილს არ მოეწონა ის ლამაზი იპონი, რომელიც გავუკეთე. სპორტი სიმშვიდის შენარჩუნებას გვასწავლის, მითუმეტეს ოლიმპიადაზე.
უსიამოვნოა, რომ ამ ეპიზოდზე დღემდე ბევრი მელაპარაკება, რაც პირველ რიგში ძიუდოს აზიანებს. მას რომ ავყოლოდი, ალბათ მეც დისკვალიფიკაციას მომცემდნენ, მაგრამ მე ოქროს მედალზე ვფიქრობდი და არა მასთან კონფლიქტზე. ვიცი, რომ საბოლოოდ მოვიგე." - აღნიშნა რინერმა.