საქართველოს ეროვნული ნაკრების გვერდის ინფორმაციით, დღეს საქართველო - ჩეხეთის მატჩის დაწყებამდე, ქართველი ოლიმპიელები და პარალიმპიელები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ქართველი გულშემატკივარის წინაშე წარსდგებიან. ღონისძიება 19:45 საათზე დაიწყება.
საქართველოსა და ჩეხეთის მატჩი 20:00 საათზე აიღებს სტარტს.
ჩეხეთთან მატჩამდე მიქაუტაძე კუთვნილ ჯილდოს მიიღებს