ჩემპიონთა ლიგის საერთო ფაზის მე-4 ტურში იუვენტუსი სტუმრად ლილს დაუზავდა.
შეხვედრა საფრანგეთში გაიმართა და ფრედ 1:1 დასრულდა.
27-ე წუთზე ანგარიში ჟეგროვას პასით ჯონათან დევიდმა გახსნა, შესვენების შემდეგ კი სტატუსქვო პენალტის ნიშნულიდან, დუშან ვლაჰოვიჩმა აღადგინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
რეალთან და ატლეტიკოსთან გამარჯვებების შემდეგ, ლილმა ზედიზედ მესამე გრანდთან არ წააგო, 7 ქულა დააგროვა და მე-12 ადგილს იკავებს, იუვენტუსი კი იმავე 7 ქულით მე-10 პოზიციაზეა.