მადრიდის რეალმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ვინისიუს ჯუნიორმა ტრავმა მიიღო და 3-4 კვირა გაუცდება.
ვინის ტრავმის შემდეგ, რეალში მხოლოდ შვიდი ფეხბურთელი დარჩა, რომელსაც ამ სეზონში ტრავმა ჯერ არ მიუღია.
ესენი არიან: ლუნინი, რუდიგერი, ფრან გარსია, მოდრიჩი, ვალვერდე, არდა გიულერი და ენდრიკი.
სხვა ყველა ფეხბურთელი სეზონის გარკვეულ ეტაპზე ტრავმირებული იყო ან ახლაც არის.