მადრიდის რეალის პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა ოქროს ბურთის წლევანდელ შედეგებზე ისაუბრა.
"რა თქმა უნდა, როდრი დიდებული ფეხბურთელია, ის მადრიდიდანაა და მას ჩვენი დაფასება აქვს. ის ოქროს ბურთს იმსახურებდა, მაგრამ არა წელს, არამედ შარშან. წელს რეალის მოთამაშეს უნდა მოეგო.
ვინისიუსი მსოფლიოში საუკეთესო მოთამაშეა. მინდა მან იცოდეს, რომ რეალის გულშემატკივრები მისით ამაყობენ. მან ბევრი უსამართლო მომენტი გადაიტანა, რამაც ის ისეთი მოთამაშე გახადა, როგორიც დღესაა.
ამბობენ, რომ ოქროს ბურთზე გავლენა ევროპის ჩემპიონატმა იქონია, მაგრამ ჩვენმა დანი კარვახალმაც მოიგო ის, ამიტომ ეს აუხსნელია". - განაცხადა სამეფო კლუბის პრეზიდენტმა.