ბრაზილიელმა ფუნქციონერმა და არსენალის სპორტულმა დირექტორმა, ედუ გასპარმა, თანამდებობა ოფიციალურად დატოვა.
გავრცელებული ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში ის ნოტინგემ ფორესტში დაინიშნება.
„დროა, განსხვავებული გამოწვევა მივიღო. არსენალი ყოველთვის ჩემს გულში იქნება. ეს გადაწყვეტილება ურთულესი მისაღები იყო.
არსენალმა უამრავ დიდებულ ადამიანთან მუშაობის შანსი მომცა და ვიყავი კლუბის ისტორიის რაღაც განსაკუთრებულის ნაწილი. დასამახსოვრებელი მოგზაურობა გამოვიდა და ყველას დიდ მადლობას ვუხდი იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც მაძლევდნენ.
მომწონდა მუშობა დიდებულ კოლეგებთან ერთად ჩვენი კაცების, ქალების და აკადემიის გუნდებიდან, განსაკუთრებით კი მიკელ არტეტასთან, რომელიც ჩემს მეგობრად იქცა.
კლუბს და მის გულშემატკივრებს ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ." - აღნიშნა გასპარმა.