საბერძნეთის დედაქალაქ ათენში უეფას კონფერენს ლიგის ფინალი გაიმართა, სადაც ერთმანეთს ოლიმპიაკოსი და ფიორენტინა დაუპირისპირდნენ.
მატჩის ძირითადი დრო 0-0 დასრულდა და გამარჯვებული ვერ გაირკვა, ამის გამო კი დამატებითი დრო ვიხილეთ. 116-ე წუთზე ჩემპიონის ვინაობა აიუბ ელ ქააბის გოლმა გამოავლინა. ოლიმპიაკოსის მოთამაშემ გადამწყვეტი გოლი გაიტანა და ბერძნებს გამარჯვება მოუტანა.
ოლიმპიაკოსმა ტიტული ათენის აეკის სტადიონზე მოიპოვა.
ბერძნული გუნდის მთავარი მწვრთნელი ხოსე ლუის მენდილიბარია, რომელმაც გასულ წელს სევილიას მოაგებინა ევროპა ლიგა.
ოლიმპიაკოსი გახდა პირველი ბერძნული გუნდი, რომელმაც ევროპული ტიტული მოიგო.
პირეოსის გუნდმა საჩემპიონო გზაზე ფიორენტინასთან ერთად თელ ავივის მაკაბი, ფენერბაჰჩე და ასტონ ვილა დაამარცხა.
ფიორენტინა კი ზედიზედ მეორე წელია ევროპულ ფინალს აგებს, იტალიელებმა გასულ სეზონში ვესტ ჰემთან დათმეს კონფერენს ლიგის ფინალი.