• ArenamaxArenamax
  • ქვიზების ლიგა
  • ქვიზები
  • ფეხბურთიNEW
ფეხბურთი
NEW

ფეხბურთი

ქვიზები

სიახლეები

ArenamaxArenamax

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

ფეხბურთი

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ლივერპული უდანაკარგოა - ენფილდზე რევანში შედგა
ფეხბურთიფეხბურთი

ლივერპული უდანაკარგოა - ენფილდზე რევანში შედგა

27 ნოე, 2024 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

უეფას ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურის ცენტრალურ მატჩში ლივერპულმა ენფილდზე მადრიდის რეალი მიიღო.

პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, თუმცა ყვითელი ბარათები მრავლად იყო. მსაჯს 4-ჯერ მოუწია მოთამაშეების გაფრთხილება.

მეორე ტაიმში თამაში უფრო გაიხსნა და ლივერპულმა გოლი მოამწიფა, 52-ე წუთზე კი ალექსის მაკ ალისტერმა ტიობო კურტუას კარი აიღო და ანგარიში გახსნა.

61-ე წუთზე რეალს წონასწორობის აღდგენის საშუალება მიეცა, შეცვლაზე შემოსული ლუკას ვასკესი საჯარიმოში ენდი რობერტსონმა წააქცია, პენალტის დასარტყმელად კილიან მბაპე მივიდა, თუმცა ფრანგის დარტყმული კელეჰერმა მოიგერია.

70-ე წუთზე პენალტი მეორე მხარეს დაიდო. საჯარიმოში ფერლან მენდიმ მოჰამედ სალაჰის წინააღმდეგ დაარღვია თამაშის წესები. ეგვიპტელი თავად მივიდა დასარტყმელად, თუმცა თავისი შანსი მანაც ვერ გამოიყენა. სალაჰმა ბურთი ძელს მოარტყა.

საბოლოოდ 77-ე წუთზე ლივერპულმა სხვაობა ორამდე მაინც გაზარდა. ენდი რობერტსონის საჯარიმოში ჩაწოდების შემდეგ თავური დარტყმით კოდი გაკპომ შეარხია მადრიდელთა კარის ბადე და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა (2-0).

მერსისაიდელებმა სამეფო კლუბთან 8-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულეს და 15 წლის შემდეგ პირველად დაამარცხეს რეალი.

არნე სლოტის გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე 5 ტურის შემდეგ ერთადერთი გუნდია, რომელმაც ყველა მატჩი მოიგო და უდანაკარგოდ, 15 ქულით ცხრილის სათავეშია.

ანჩელოტის შეგირდებმა კი 5 თამაშიდან 3 წააგეს და მხოლოდ 6 ქულა აქვთ. რეალი ცხრილში 24-ე ადგილზეა და საპლეიოფო ზონას ხურავს.

თ

თაზო ჩარკვიანი

ჩემპიონთა ლიგა
ლივერპული
რეალი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ფოტო: უეფამ ჩემპიონთა ლიგის კვირის სიმბოლური თერთმეტეული დაასახელა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ფოტო: უეფამ ჩემპიონთა ლიგის კვირის სიმბოლური თერთმეტეული დაასახელა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბელინგემი: "მბაპეს პენალტი? ხდება ხოლმე, ამის გამო არ წაგვიგია"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბელინგემი: "მბაპეს პენალტი? ხდება ხოლმე, ამის გამო არ წაგვიგია"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

სლოტი: "ტრენტი სიტისთან მატჩისთვის მზადაა"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

სლოტი: "ტრენტი სიტისთან მატჩისთვის მზადაა"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგის მოგების პროცენტული შანსები

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგის მოგების პროცენტული შანსები
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

28 ნოე, 2024

კომენტარები

ლინკის დაკოპირება