NBA-ს რეგულარული სეზონის მატჩში დალას მავერიქსი ორლანდო მეჯიქს დაუპირისპირდა და 108-85 დაამარცხა. შეხვედრაში კვლავ არ მიუღია მონაწილეობა გოგა ბითაძეს, რომელსაც მცირე დაზიანება აქვს და გუნდს მალე დაუბრუნდება.
ორლანდოს მოთამაშეებმა ლუკა დონჩიჩი ვერ შეაჩერეს, რომელმაც 32 წუთში 32 ქულა, 9 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.
სლოვენიელმა თამაშიდან 22-დან 11 ბურთი ჩააგდო, მისი 13 სამქულიანიდან კი 5 ზუსტი იყო.
დალასმა 6 მატჩიდან 4 მოიგო, ორლანდოს აქტივში კი 7 მატჩში 3 მოგებაა.