ლილის ფორვარდმა, ჯონათან დევიდმა აღიარა, რომ მისი საყვარელი კლუბი ბარსელონაა.
ფეხბურთელს სეზონის ბოლოს ფრანგულ კლუბთან კონტრაქტი ეწურება და მის სახელს სხვადასხვა ევროპულ გრანდებს უკავშირებენ, მათ შორის - ბარსელონასაც.
„ბარსელონა იყო გუნდი, რომელსაც მთელი ბაშვობა ვქომაგობდი.
როდესაც ზრდის პერიოდში გუნდს ქომაგობ, რა თქმა უნდა მისი მაისურით თამაშზე ოცნებობ." - აღნიშნა დევიდმა.
თუ სეზონის ბოლომდე ფეხბურთელი ლილთან კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს, მსურველებს მისი დამატება უფასოდ შეეძლებათ.