სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
იტალიური Tuttosport-ის ჯილდოს Golden Boy-ს (ევროპაში მოთამაშე საუკეთესო 21-წლამდე ფეხბურთელი) 2024 წლის გამარჯვებული ლამინ იამალი გახდა.
ბარსელონას ტალანტი გახდა გოლდენ ბოის ყველაზე ახალგაზრდა მფლობელი, ის 17 წლისა და 4 თვის არის.
საერთაშორისო ჟიურიმ, რომელიც ყველაზე პრესტიჟული ევროპული გამოცემების 50 ავტორიტეტული ჟურნალისტისგან შედგება, იამალს 500 შესაძლებლიდან 488 ქულა მიანიჭა.
ბოლო 4 წელიწადში 3-ჯერ გოლდენ ბოის გამარჯვებული ბარსელონას ფეხბურთელი გახდა. 2021 წელს აღნიშნულ ჯილდოს პედრი დაეუფლა, 2022 წელს კი - გავი. ჯამში კი იამალი ბარსას მე-4 მოთამაშეა, ვინც გოლდენ ბოი გახდა. 2005 წელს ეს ჯილდო ლიონელ მესიმ მიიღო.
2023 წლის გოლდენ ბოი ჯუდ ბელინგემი იყო.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები