პოლონეთის დედაქალაქი ვარშავა ხვალ, 14 აგვისტოს, ევროპის სუპერთასის მატჩს უმასპინძლებს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულ მადრიდის რეალსა და ევროპა ლიგის გამარჯვებულ ატალანტას შორის.
მატჩის წინა ვარჯიშზე დაზიანება მადრიდის რეალის ფრანგმა ნახევარმცველმა, ედუარდო კამავინგამ მიიღო.
თანაგუნდელთან უსიამოვნო შეტაკების შემდეგ, კამავინგა ჯერ მინდორზე დაეცა, შემდეგ კი წამოდგა და მოედნიდან კოჭლობით გავიდა.
პირველადმა შემოწმებამ მძიმე ტრავმის შთაბეჭდილება არ დატოვა - როგორც წერენ, ეს უფრო მძიმე დარტყმას ჰგავს, ვიდრე სერიოზულ ტრავმას, თუმცა ფეხბურთელს დამატებითი გამოკვლევები მომდევნო დღეებში ჩაუტარდება.
ამ ეტაპზე მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ კამავინგა რეალს ხვალინდელ შეხვედრაში ვერ დაეხმარება.