გიორგი მიქაუტაძის კლუბი ლიონი სერიოზულ ფინანსურ კრიზისში გაეხვა.
ლიგა 1-მა ფინანსური დავალიანების გამო კლუბს მძიმე განაჩენი გამოუტანა - თუ ლიონი სეზონის ბოლომდე ვალებს არ დაფარავს, მაშინ ქვედა დივიზიონში დაქვეითდება განურჩევლად იმისა, თუ რა პოზიციაზე დაასრულებს ჩემპიონატს.
ამასთან, კლუბს სატრანსფერო ბანიც დაედება, რაც იმას ნიშნავს, რომ გუნდში ახალი ფეხბურთელების მოყვანა და მათი რეგისტრაცია აკრძალული იქნება.
გავრცელებული ცნობებით, ლიონის ამჟამინდელი დავალიანება 500 მილიონ ევროს შეადგენს.