Marca-მ ჯუდ ბელინგემი ლა ლიგის გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.
რეალის ნახევარმცველს ალფრედო დი სტეფანოს სახელობის ჯილდო გადაეცა, რომელიც ყოველწლიურად, ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშეს ეძლევა.
2023/24 სეზონში ბელინგემმა რეალის მაისურით ლა ლიგაში 28 მატჩი ჩაატარა და 19 გოლითა და 6 საგოლე პასით გამოირჩა.
თავის სადებიუტო სეზონში ჯუდმა რეალთან ერთად ლა ლიგა მოიგო, საუკეთესო ბომბარდირთა დავაში კი მე-3 ადგილზე გავიდა და მხოლოდ ალექსანდრ სორლოტს და არტემ დოვბიკს ჩამორჩა.