მიკელ არტეტამ თომას პარტეის კონტრაქტზე ისაუბრა, რომელიც სეზონის ბოლოს იწურება.
„პარტეის კონტრაქტი? ის მხოლოდ 31 წლის არის და კარგ ადგილას იმყოფება... მოლაპარაკებებს ჩავატარებთ.
ერთადერთი ჩვენი მოთხოვნა იყო, რომ თომასი სათანადო დონეზე ყოფილიყო. ის თავდაუზოგავად შრომობს, რომ საბოლოოდ იყოს იმ დონეზე, რა დონეზეც ახლა არის." - აღნიშნა ესპანელმა სპეციალისტმა.