ლონდონის არსენალი ბოლო წლების წარმატებული პროექტის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედის, სპორტული დირექტორი ედუ გასპარის გარეშე დარჩა.
გასპარი რამდენიმე კვირის წინ სამშობლოში - ბრაზილიაში, როგორც თავად განმარტა, ოჯახური მიზეზების გამო გაემგზავრა. გუშინ კი, დაბრუნების შემდეგ, კლუბს გადადგომის თაობაზე განუცხადა.
ამ ეტაპზე ჯერჯერობით უცნობია ედუს გადადგომის მთავარი მიზეზი, თუმცა, როგორც იწერება, მას ორი აქტიური შემოთავაზება აქვს და ამ ეტაპზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.
ედუს განსაკუთრებით კარგი ურთიერთობა ჰქონდა არსენალის მთავარ მწვრთნელ მიკელ არტეტასთან, რომლისთვისაც მისი წასვლა განსაკუთრებით საწყენი უნდა იყოს.