• ArenamaxArenamax
  • ქვიზების ლიგა
  • ქვიზები
  • ფეხბურთიNEW
ფეხბურთი
NEW

ფეხბურთი

ქვიზები

სიახლეები

ArenamaxArenamax

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

ფეხბურთი

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
არსენალი ემირეითსზე პორტოს ქამბექის იმედად უმასპინძლებს
ფეხბურთიფეხბურთი

არსენალი ემირეითსზე პორტოს ქამბექის იმედად უმასპინძლებს

12 მარ, 2024 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალში, ლონდონის არსენალი პორტუს უმასპინძლებს და პირველ მატჩი წაგებული (0:1) თამაშის შემოტრიალებას შეეცდება.

 

არსენალი VS პორტო

სამშაბათი, 12 მარტი, 23:59, სტადიონი ემირეითსი, ლონდონი. მთავარი არბიტრი: კლემან ტურპენი

პირდაპირი ტრანსლაცია adjarabetarena-ზე, უფასოდ

 

გასული უიქენდი არტეტას გუნდისთვის ყველანაირად წარმატებული გამოვიდა - ჯერ მეთოფეებმა თავად მოიგეს ურთულესი მატჩი ბრენტფორდთან ბოლო წთებზე, შემდეგ კი, უშუალო კონკურენტების შეხვედრაში, ლივერპულმა და სიტიმ ენფილდზე გამარჯვებული ვერ გამოავლინეს, რამაც არსენალი ტურის შედეგად ცხრილის სათავეში მოაქცია. აშკარა იყო, რომ აღნიშნულ შეხვედრაში ქულებს რომელიმე კონკურენტი დაკარგავდა, მაგრამ როცა ამას ორივე აკეთებს - ორმაგად სასიამოვნოა.

 

ნებისმიერ შემთხვევაში უნდა აღინიშნოს, რომ გლობალურად, პრემიერ ლიგის საჩემპიონო ბრძოლაში ჯერ არაფერი გადაწყვეტილა - მთავარი ბრძოლა მხოლოდ ახლა იწყება.

 

 

პრემიერ ლიგაში არსენალის საოცარი სვლა შეაფერხა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ მატჩში უღიმღამო თამაშმა. არტეტას პორტუგალიიდან წამოსვლა ნაკლები დატვირთვით და ზედმეტი თავისტკივილის გარეშე უნდოდა, ისე, რომ ყველაფერს მეორე მატჩში, საკუთარ მოედანზე, მშვიდად მოაგვარებდა. ყველაფერი სწორედ აქეთ მიდიოდა, მაგრამ ბოლო წამებზე გალენომ საოცრად გაისროლა და თავის გუნდს საპასუხო შეხვედრის წინ უპირატესობაც მოუტანა, არსენალი კი, ზედმეტი პრაგმატულობისთვის და სიფრთხილისთვის დაისაჯა.

 

 

თუმცა, არსენალის ასეთი უსახური თამაშის მხოლოდ არტეტაზე და ზოგადად ლონდონელებზე გადაბრალება სამართლიანი არ იქნება - სერჟიუ კონსეისაუს ბიჭებმა მწვრთნელის დავალება იდეალურად შეასრულეს, მრისხანე შეტევის მქონე მეტოქე იდეალურად გაანეიტრალეს და თავისი მისია მოედანზე 100%-ით შეასრულეს, განსხვავებით არსენალისგან. მატჩის შემდეგ, კონსეისაუმ ისიც კი აღნიშნა, რომ ამ მატჩისთვის ტაქტიკურმა მომზადებამ მათ გაცილებით მეტი დრო წაართვა, ვიდრე ზოგადად სჭირდებათ ხოლმე.

 

ნებისმიერ შემთხვევაში, კონსეისაუს გუნდის დაუფასებლობა რომ არ შეიძლება, ეს უკვე დავინახეთ. მიუხედავად ამისა, არსენალი საპასუხო შეხვედრაში შემდეგ ეტაპზე გასვლის ფავორიტადაც მოსჩანს. 

 

სავარაუდო შემადგენლობები: 

 

არსენალი: რაია, უაითი, სალიბა, გაბრიელი, კივოდი, რაისი, ჟორჟინიო, ოდეგორი, საკა, ჰავერცი, ტროსარი.

 

პორტო: დიოგუ კოშტა, ჟოაო მარიო, პეპე, ოტავიო, უენდელი, ვარელა, ნიკო გონსალესი, გალენო, პეპე, კონსეისაუ, ევანილსონი.

 

ვერ ითამაშებენ: ტიმბერი - მარკანო, ზაიდუ

 

ეჭვქვეშ არიან: მარტინელი, ტომიასუ.

 

არსენალი
ჩემპიონთა ლიგა
პორტო
პრევიუ

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

დი მარიამ ჩემპიონთა ლიგის ასისტენტებში მესის გაასწრო

•ფეხბურთი

ფეხბურთი

დი მარიამ ჩემპიონთა ლიგის ასისტენტებში მესის გაასწრო
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ფოტო: უეფამ ჩემპიონთა ლიგის კვირის სიმბოლური თერთმეტეული დაასახელა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ფოტო: უეფამ ჩემპიონთა ლიგის კვირის სიმბოლური თერთმეტეული დაასახელა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

კონსეისაო: "იუვენტუსში ძალიან ბედნიერი ვარ"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

კონსეისაო: "იუვენტუსში ძალიან ბედნიერი ვარ"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგის მოგების პროცენტული შანსები

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგის მოგების პროცენტული შანსები
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

28 ნოე, 2024

დი მარიამ ჩემპიონთა ლიგის ასისტენტებში მესის გაასწრო

News image

28 ნოე, 2024

ფოტო: უეფამ ჩემპიონთა ლიგის კვირის სიმბოლური თერთმეტეული დაასახელა

News image

28 ნოე, 2024

კონსეისაო: "იუვენტუსში ძალიან ბედნიერი ვარ"

News image

28 ნოე, 2024

ჩემპიონთა ლიგის მოგების პროცენტული შანსები

კომენტარები

ლინკის დაკოპირება