ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის დე ლა ფუენტემ ნოემბრის სანაკრებო მატჩებისთვის 26-კაციანი განაცხადი დაასახელა.
მეკარეები - დავიდ რაია, ალექს რემირო, რობერტ სანჩესი
მცველები - პედრო პორო, ოსკარ მინგესა, ვივიანი, აიმერიკ ლაპორტი, პაუ ტორესი, მარკ კუკურელია, ალეხანდრო გრიმალდო, აიტორ პარედესი
ნახევარმცველები - მიკელ მერინო, მარტინ სუბიმენდი, ფაბიან რუისი, პედრი, დანი ოლმო, ალექს ბაენა, მარკ კასადო
თავდამსხმელები - ალვარო მორატა, ლამინ იამალი, ნიკო ვილიამსი, იერემი პინო, მიკელ ოიარსაბალი, აიოზე პერესი, სამუ ომოროდიონი, ბრაიან სარაგოსა
ლუის დე ლა ფუენტემ ნაკრებში პირველად აიტორ პარედესი, მარკ კასადო და სამუ ომოროდიონი გამოიძახა.
ფურია როხა 15 ნოემბერს დანიას ესტუმრება, 18 ნოემბერს კი შვეიცარიას უმასპინძლებს.