სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
ბარსელონას ნახევარმცველმა პედრიმ ერთ-ერტ ტელეშოუში კლუბის შიდა სამზარეულოს დეტალები გამოააშკარავა.
ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ისტორია უკავშირდება იმას, რამდენად განსხვავებულად სჯიან ჩავი და ჰანსი ფლიკი.
მაგალითად, ჩავის დროს ფეხბურთელები თითო დაგვიანებულ წუთზე ათას ევროს იხდიდნენ, ყოველი მომდევნო დაგვიანებული წუთი ამ ჯარიმას აორმაგებდა. თუ პედრიმ სწორად განმარტა, 10-წუთიანი დაგვიანება ფეხბურთელს ნახევარ მილიონ ევროდ უჯდებოდა. იმავე პედრისთვის, ეს გადასახადების გადახდამდე სამი კვირის ხელფასია.
ჰანსი ფლიკმა ეს ჩავის დანერგილი სისტემა გააუქმა და სხვა სასჯელი მოიფიქრა: ვარჯიშზე დაგვიანებული ფეხბურთელი უახლოეს მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს, იმდენად, რომ სათადარიგოთა სკამზეც კი ვერ დაჯდება. სასჯელი არც ისე საშიშად გამოიყურება, მაგრამ ერთი დაგვიანება შესაძლოა სასტარტოში ადგილისა და ბონუსების დაკარგვის ფასად დაგიჯდეს.
საინტერესოა, როგორ სისტემას მისდევენ სხვა ევროპული კლუბები: სიტიში დაგვიანებული მთელ გუნდს ვახშამზე პატიჟებდა, ლივერპულში კი შიდა სასამართლოს გადიოდა.
მან სიტი: 2018-ში წერდნენ, რომ პეპმა დაგვიანებისთვის ფიქსირებული ჯარიმა დააწესა - იქამდე, ფეხბურთელები ხელფასის პროცენტს იხდიდნენ. თუ კაილ უოკერს დავუჯერებთ, ახლა ეს სასჯელი შეიცვალა: მოდიხარ ვარჯიშზე 10 წუთის დაგვიანებით? მთელ გუნდს ვახშამზე პატიჟებ.
ბორუსია დორტმუნდი: კლუბში ჯერ კიდევ მოქმედებს 2009-ში იურგენ კლოპის მიერ შემოღებული სისტემა. 100 ევრო ყოველი დაგვიანებული წუთისთვის. თამაშზე და კლუბის რომელიმე ღონისძიებაზე დაგვიანება ფეხბურთელს 3 და 5 ათასი ევრო უჯდებოდა. ანალოგიური სასჯელია, თუ ჭამის დროს გამოიყენებ ტელეფონს, გულშემატკივარს უარს ეტყვი ავტოგრაფზე, ან არასწორი ეკიპირებით გამოცხადდები.
ლივერპული: აქ კლოპმა განსხვავებული მეთოდი დანერგა - ინიშნებოდა ფეხბურთელების სასამართლო (როგორც წესი, თავმჯდომარე ჯეიმს მილნერი ინიშნებოდ), რომელიც ბრალდებულს ბორბალი-ბარაბნით სჯიდა, სადაც შეიძლებოდა ამოსვლოდა როგორც ორმაგი ჯარიმა, ისე გუნდის ვახშამზე დაპატიჟება და სხვა. მილნერი ერთხელ იხსენებდა, რომ რობერტო ფირმინოს ჯარიმის თავიდან ასარიდებლად რეზინის ბურთზე დგომა და სამიზნეში ჩოგბურთის ბურთის სროლა მოუწია - მისთვის საბედნიეროდ, ბრაზილიელმა მიზანში მოარტყა და ჯარიმა აირიდა თავიდან.
რეალი: მადრიდში ჯარიმის სისტემის დეტალები 2019 წელს გასაჯაროვდა. წესები ასეთია: ვარჯიშის დაწყებამდე მინიმუმ 45 წუთით ადრე უნდა გამოცხადდე. შემდეგ კი, იწყება ჯარიმები: 5 წუთით დაგვიანება - 250 ევრო, 15 წუთით - 500 ევრო, 15 წუთზე მეტით - 1000 ევრო. თუ ფეხბურთელი ვარჯიშს საპატიო მიზეზის გარეშე ტოვებს - 3000 ევროს გადახდა მოუწევს.
ცალკეული პუნქტი - ყოველკვირეული აწონვაა, რომლის გამოტოვებაც 250 ევრო ჯდება, ხოლო თუ აწონვის შემდეგ დადგინდა, რომ ფეხბურთელმა წონაში მოიმატა - ჯარიმა 1000 ევრომდე იზრდება.
ჩელსი: ფრენკ ლამპარდის დროს ყველაფერი მაქსიმალურად რთულად იყო. ვარჯიშზე დაგვიანებისთვის ფეხბურთელი პირდაპირ 20 ათასი ფუნტით ისჯებოდა. თუ ფეხბურთელი დროულად ვერ მივიდა გუნდურ შეკრებაზე - ყოველი დაგვიანებული წუთისთვის 500 ფუნტით დაჯარიმდება. თუ ფეხბურთელი დროულად არ შეატყობინებს კლუბს ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ ვარჯიშამდე საათნახევრით ადრე - ჯარიმა 10 ათასი ფუნტი.
ასტონ ვილა: ჯარიმების ფურცელი ინტერნეტში მაშინ გავრცელდა, როცა მწვრთნელი სტივენ ჯერარდი იყო. საინტერესოებიდან: 500 ფუნტი ვარჯიშზე დაგვიანებისთვის, ხოლო თუ ვარჯიშის დაწყების შემდეგ ფეხბურთელი მოედანზე გასვლას იგვიანებს - ყოველი წუთი დამატებით 200 ფუნტად დაუჯდება. მატჩში მიღებული წითელი ბარათისთვის ფეხბურთელმა მთელი გუნდი ვახშამზე უნდა დაპატიჟოს მომხდარიდან არაუგვიანეს 4 კვირაში.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები