სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
ფორმულა 1-ის ოფიციალური განცხადებით, ორგანიზაციამ ჯენერალ მოტორსთან შეთანხმებას მიაღწია და 2026 წლიდან პელეტონს კადილაკის სახით მე-11 გუნდი დაემატება.
უკვე ცნობილია, რომ კადილაკის დირექტორი ფორმულა 1-ის ჩემპიონი მარიო ანდრეტი იქნება.
"თავს ძალიან იღბლიანად ვგრძნობ, რომ ამდენი ხანი იმას ვაკეთებ, რაც მიყვარს. კადილაკის გუნდს დავეხმარები, სადაც შემიძლია, მაგრამ აღმასრულებლის როლი არ მექნება და ყოველდღიურ ოპერაციებში არ ჩავერთვები.
მათ შევთავაზებ რჩევას, ინსპირაციას და მეგობრობს, სადაც შემიძლია". - განაცხადა ანდრეტიმ.
ფორმულა 1-ში 2017 წლიდან 10 გუნდი ასპარეზობდა, 2026 წლიდან კი გუნდების რაოდენობა გაიზრდება.
მარიო ანდრეტი მსოფლიო ჩემპიონი 1978 წელს ლოტუსთან ერთად გახდა და დღემდე ბოლო ამერიკელი, რომელმაც ფორმულა 1-ის ჩემპიონობა შეძლო.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები