ჩემპიონთა ლიგის საერთო ფაზის მე-4 ტურში ოთარ კიტეიშვილის შტურმ გრაცი სტუმრად დორტმუნდის ბორუსიას დაუპირისპირდა.
მატჩი სიგნალ იდუნა პარკზე გაიმართა და მასპინძელთა მძიმე გამარჯვებით, 1:0 დასრულდა. ერთადერთი გოლი 86-ე წუთზე ცვლილებაზე შემოსულმა დონიელ მალენმა გაიტანა და თავის გუნდს გამარჯვება მოუტანა.
კიტეიშვილმა მოედანზე 90 წუთი გაატარა, ბოლო წუთებზე კი მოედანზე ადგილი თანაგუნდელს დაუთმო.
გამოცემა SofaScore-მ კიტეიშვილს ამ მატჩისთვის თავის გუნდში საუკეთესო, 7.5 შეფასება დაუწერა.
დორტმუნდმა 4 მატჩში 9 ქულა მოაგროვა და სატურნირო ცხრილში მე-4 პოზიციას იკავებს, შტურმმა კი 4-დან 4 მატჩი წააგო და 32-ე ადგილზე იმყოფება.