გურია ლანჩხუთის სახით, საქართველოს ლიგა 3-ს ახალი ლიდერი ჰყავს.
გურულებმა იქამდე დაუმარცხებელი თბილისი 2025-ის 3-მატჩიანი მოუგებელი სერიით ისარგებლეს (2 ფრე, 1 წაგება) და პირველ ადგილზე გადაინაცვლეს.
აღსანიშნავია, რომ გურიას ზედიზედ 7 თამაში აქვს მოგებული, თანაც ყველა მათგანი მშრალი ანგარიშით - ჯამში თავად 25 გოლი შეაგდეს.
სტაბილური ფინანსური გარემოსა და გამართული შიდა სტრუქტურის ფონზე, ლანჩხუთელები მთელი სეზონის განმავლობაში თანმიმდევრულად თამაშობენ და ეროვნული ლიგა 2-ში დაწინაურებას სულ უფრო და უფრო უახლოვდებიან.