იბერია 1999-მა ისტორია დაწერა და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მეორე კლუბი გახდა, რომელიც ევროთასების ფინალურ ეტაპზე იასპარეზებს - უკანასკნელად ეს 22 წლის წინ თბილისის დინამომ შეძლო.
იბერიამ უეფას კონფერენს ლიგაზე უკვე ორი მატჩი ჩაატარა და წინ კიდევ 4 ევროპული საღამო ელოდება - ამ დროის განმავლობაში კი ჩვენს ბლოგების სერიაში დედაქალაქური კლუბის ფეხბურთელებს გაგაცნობთ.
დღევანდელ ბლოგში იბერიას ახალგაზრდა ტალანტის, აწ უკვე ლონდონის არსენალის მომავალი წევრის, ანდრია ბართიშვილის შესახებ მოგიყვებით.
ბართიშვილი 2009 წლის 30 მარტს თბილისში დაიბადა. ანდრია ძალიან აქტიური ბავშვი იყო, რის გამოც დედამ ოთხი წლის ასაკში ფეხბურთზე შეიყვანა.