რეალის ექს-ფეხბურთელი, გარეტ ბეილი კილიან მბაპეს ლივერპულთან ნაჩვენებ ცუდ თამაშს გამოეხმაურა.
ფრანგმა 0:1-ზე პენალტი გააფუჭა და ზოგადადაც ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დატოვა. თუმცა, უელსელი მისი ათამაშების იმედს ჯერ კიდევ არ კარგავს.
„როცა კარგი დღე აქვს, კილიან მბაპე მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია.
უბრალოდ დროის ამბავია და ის ყველაფერს თავის სასიკეთოდ შემოატრიალებს." - აღნიშნა უელსელმა ექს-ფეხბურთელმა.