UFC-ის ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი სევილიას ესტუმრა და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდას სერხიო რამოსს შეხვდა.
ვიდეო სოციალურ ქსელში თავად სპორტსმენებმა გაავრცელეს.
"მადლობა სტუმრობისთვის, ჩემპიონო. სასიამოვნო იყო კიდევ ერთხელ შენი ნახვა!" - წერს რამოსი.
"მადლობა მასპინძლობისა და საოცარი საჩუქრებისთვის, მეგობარო. დიდებული იყო შენი თამაშის ყურება, ნამდვილი ლეგენდა ხარ და დიდ პატივს გცემ. კარგი დრო გავატარე. იმედია, ჩემს შემდეგ ჩხუბზე მესტუმრები." - წერს მერაბი.