აშშ-ში გამართულ ამხანაგურ მატჩში მან სიტიმ ჩელსი უხვგოლიან შეხვედრაში დაამარცხა.
მატჩი ოჰაიო სტედიუმზე გაიმართა და ქალაქელების გამარჯვებით 4:2 დასრულდა.
ერლინგ ჰალანდმა თავი ჰეთ-ტრიკით გამოიჩინა - ნორვეგიელმა გოლები მე-4, მე-5 და 56-ე წუთებზე გაიტანა, კიდევ ერთი გოლი სიტის რიგებში ოსკარ ბობმა შეაგდო.
რაც შეეხება ჩელსის, ლურჯებმა თავიანთი ორი გოლი მაშინ გაიტანეს, როცა სიტი გამანადგურებლად 4:0-ს იგებდა. 59-ზე რაჰიმ სტერლინგმა ერთი ბურთი გაქვითა, 89-ზე კი მადუეკემ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ცნობისთვის, ენცო მარესკას ხელმძღვანელობით 4 გამართულ ამხანაგურ მატჩში ჩელსი 2-ჯერ დამარცხდა (სიტისთან და სელტიკთან), ერთხელ ფრე ითამაშა (ვრექსემთან) და ერთხელ იმარჯვა (კლუბ ამერიკასთან).
პრესეზონის დასრულებამდე ლურჯები კიდევ 2 ამხანაგურ მატჩს ჩაატარებენ - 7 აგვისტოს მადრიდის რეალს დაუპირისპირდებიან, 11-ში კი ინტერს.
რაც შეეხება სიტის, გუნდმა პრესეზონზე ოთხ ამხანაგურში პირველი გამარჯვება მოიპოვა - ჯერ სელტიკთან დამარცხდა, შემდეგ მილანთან, ბოლოს კი პენალტებში ბარსელონასთან.
მან სიტიმ პრესეზონი ოფიციალურად დაასრულა და შემდეგ მატჩს 10 აგვისტოს, მან იუნაიტედის წინააღმდეგ, ქომიუნითი შილდზე გამართავს.