UFC 309-ის წინ მებრძოლებს შორის პირისპირ დგომი შედგა. მძიმე წონის საჩემპიონო ბრძოლაში ერთმანეთს ჯონ ჯონსი და სტიპე მიოჩიჩი დაუპირისპირდებიან.
პირისპირ დგომის დროს მიოჩიჩმა ჯონსს ხელი გაუწოდა, თუმცა ამ უკანასკნელმა მეტოქეს ხელი არ ჩამოართვა.
კო-მეინ ივენთზე კი მსუბუქი წონის ბრძოლა შედგება, სადაც ჩარლზ ოლივეირა მაიკლ ჩენდლერს დაუპირისპირდება.
UFC 309-ის მეინ ქარდი 17 ნოემბერს 07:00 საათზე დაიწყება.