ბილბაოს ატლეტიკის მთავარ მწვრთნელს, ერნესტო ვალვერდეს, პორტოს და ბაიერნის მხრიდან ინტერესზე ჰკითხეს.
ესპანელ სპეციალისტს კლუბთან კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება და ჯერჯერობით, გახანგრძლივებული არ არის.
- არის სიახლეები თქვენს მომავალზე?
არა, არანაირი.
- თქვენს სახელს ისეთ კლუბებს უკავშირებენ, როგორებიც ბაიერნი და პორტო არიან. ამაზე რას ფიქრობთ?
მშვიდად ვარ. ჩემი პრიორიტეტი ყოველთვის იყო და იქნება ბილბაო." - აღნიშნა ვალვერდემ.
ლა ლიგის 34 მატჩის შემდეგ ბასკური კლუბი მე-5 ადგილს იკავებს. ერთი თვის წინ ატლეტიკმა 40 წლის შემდეგ პირველად ესპანეთის თასი მოიგო.