ევრო 2024-ს ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურის პირველ მატჩში ხორვატიამ და ალბანეთმა მძიმე ბრძოლაში გამარჯვებული ვერ გამოავლინეს.
ანგარიში მე-11 წუთზე ლაციმ გახსნა და ალბანეთი სენსაციურად დააწინაურა. ანგარიშის გასათანაბრებლად ხორვატიას დიდი ბრძოლა მოუწია და ამის გაკეთება მხოლოდ 74-ე წთზე, ანდრეი კრამარიჩის მეშვეობით შეძლეს.
კიდევ ორ წუთში საჯარიმოს ბუდიმირის აქტიურობას გიასულას ავტოგოლი მოჰყვა და ხორვატია ევროზე პირველ გამარჯვებას მიუახლოვდა.
90+5 წუთზე გიასულამ თავისი შეცდომა გამოასწორა, ანგარიში გაათანაბრა და ხორვატიას ქულები ზედიზედ მე-2 მატჩში წაართვა.
ორი მატჩის შემდეგ ორივე გუნდს თითო ქულა აქვთ აქტივში და ჯგუფის მე-3 და მე-4 ადგილებს იყოფენ.