იტალიის სერია ა-ს მე-12 ტურში გამართულ ტურინულ დერბიში იუვენტუსმა იმარჯვა.
შეხვედრა ალიანც სტედიუმზე გაიმართა და ტიაგო მოტას გუნდის გამარჯვებით, 2:0 დასრულდა.
მე-18 წუთზე ანგარიში ტიმოტი ვეამ გახსნა, 84-ზე კი კენან ილდიზმა მეორე გოლის გატანა მოახერხა და იუვეს კომფორტული ანგარიშით გამარჯვება გაუნაღდა.
იუვემ 24 ქულა დააგროვა, კვლავ წაუგებლად მიიწევს (6 გამარჯვება, 6 ფრე) და მე-3 ადგილზე მინიმუმ ტურის ბოლომდე გადაინაცვლა, ტორინომ კი ბოლო 5 მატჩში მეოთხეჯერ წააგო და 14 ქულით მე-11 პოზიციას იკავებს.