ცნობილია მიზეზი, რის გამოც გიორგი მიქაუტაძემ მონაკოს უარი უთხრა.
Geo Team-ის ინფორმაციით, მონეგასკური კლუბის მწვრთნელი ქართველს ცენტრფორვარდის პოზიციაზე თამაშის გარანტიას არ აძლევდა, რის გამოც ფეხბურთელს მონაკოში გადასვლის ვარიანტი არ ხიბლავდა.
ანალოგიური მიზეზის გამო დაიბლოკა რომას ვარიანტიც, რომელიც მიქაუტაძეს ფლანგის შემტევადაც მოიაზრებდა.
სრულიად სხვა სიტუაცია აღმოჩნდა ლიონში, რომლის მწვრთნელმაც მიქაუტაძეს ცენტფორვარდის პოზიციაზე დაყენების გარანტია მისცა და სავარაუდოდ, ახალი სეზონიდან გუნდი ორი ფორვარდით ითამაშებს: ლაკაზეტი - მიქაუტაძის წყვილით.