Geo Team-ის ინფორმაციით, მხარეებს შორის შეთანხმება შედგა და საბა საზონოვი ემპოლიში ითამაშებს.
ქართველი ფეხბურთელი ემპოლიში დღეს ჩავა და სამედიცინო შემოწმების შემდეგ კონტრაქტსაც გააფორმებს.
საზონოვი ტორინოდან ერთწლიანი იჯარის წესით მიდის, ემპოლის კი მისი გამოსყიდვის უფლება ექნება.
სერია ა-ს გუნდში ერთად ორ ქართველს ვიხილავთ - საბა საზონოვსა და საბა გოგლიჩიძეს.
ემპოლის ჩემპიონატის 2 ტურის შემდეგ 4 ქულა აქვს - პირველ ტურში მონცასთან უგოლო ფრე დაფიქსირდა, მეორე შეხვედრაში კი გუნდმა სტადიო ოლიმპიკოზე რომა სენსაციურად 1-2 დაამარცხა.