ლევანტეს ოფიციალური გვერდის ადმინისა და ქართველების ურთიერთობა უკვე ყველასთვის ცნობილია.
ხავიმ ქართულ ენაზე დაადასტურა, რომ გიორგი ქოჩორაშვილი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ბოლოს კლუბში რჩება.

ბოლო დღეებში დაიწერა ვალენსიას ინტერესის შესახებ ქართველი ნახევარმცველისადმი, მანამდე ესპანურ პრესაში სახელდებოდა სელტასა და ესპანიოლის ვარიანტებიც და გაჟღერდა პრემიერ ლიგის ვერსიაც, თუმცა ამ ინტერესის მიუხედავად გიორგი ქოჩორაშვილი მინიმუმ ზამთრამდე ლევანტეში რჩება.
ქართველ ნახევარმცველს ესპანურ კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის ივნისამდე აკავშირებს.