საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-12 ტურში პსჟ-მ საკუთარ მოედანზე ტულუზა მიიღო.
მატჩში ანგარიში 35-ე წუთზე ჟოაო ნევეშმა გახსნა. აჩრაფ ჰაკიმის ჩაწოდების შემდეგ პორტუგალიელმა ბურთი დაუშვებლად გადაგზავნა კარისკენ. პირველი ტაიმი 1-0 დასრულდა.
პარიზელებმა უპირატესობა მატჩის ბოლოსკენ გაზარდეს. 84-ე წუთზე ლუკას ბერალდომ გამოიჩინა თავი, 91-ე წუთზე კი ვიტინიამ დაუსვა მატჩს წერტილი და ანგარიში 3-0 გახადა.
პსჟ-ს 12 ტურის შემდეგ 32 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერო ს. მე-2 ადგილზე მონაკოა 26 ქულით.