მოლდოვური შერიფის გვერდის ოფიციალური განცხადებით ვლადიმერ მამუჩაშვილი კლუბის ახალი ფეხბურთელია.
ქართველმა ნახევარმცველმა ტირასპოლურ გუნდთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ის შერიფს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.
მამუჩაშვილმა დინამო ბათუმში 6 წელი გაატარა და საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებული 2-ჯერ გახდა.
შერიფის სპორტული დირექტორი ქართველი ვაჟა თარხნიშვილია, რომელიც მოლდოვური კლუბის ლეგენდაა.