• ArenamaxArenamax
  • ქვიზების ლიგა
  • ქვიზები
  • ფეხბურთიNEW
ფეხბურთი
NEW

ფეხბურთი

ქვიზები

სიახლეები

ArenamaxArenamax

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

ფეხბურთი

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
მორიგი ნავსის გატეხვის დროა - კვარას და ნაპოლის უპრინციპულესი მატჩი ჯუზეპე მეაცაზე
ფეხბურთიფეხბურთი

მორიგი ნავსის გატეხვის დროა - კვარას და ნაპოლის უპრინციპულესი მატჩი ჯუზეპე მეაცაზე

10 ნოე, 2024 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

სერია ა-ს მე-12 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ერთმანეთს ჩემპიონატის ლიდერები, მილანის ინტერი და ნაპოლი დაუპირისპირდებიან.


11 ჩატარებული მატჩის შემდეგ, სატურნირო ცხრილს სწორედ ეს ორი გუნდი ლიდერობს - ნაპოლი 25 ქულით პირველ ადგილზეა ინტერს კი 24 ქულა აქვს და მე-2 პოზიციას იკავებს.


ანტონიო კონტეს გუნდი ცხრილს უფრო კომფორტულადაც ლიდერობდა, თუმცა წინა ტურში ატალანტასთან სენსაციურად 0:3 წააგო და ინტერს მაქსიმალურად მიახლოვების საშუალება მისცა.


დღეს, ჯუზეპე მეაცაზე გამარჯვებით იტალიის ჩემპიონი ცხრილის სათავეში მოქცევასაც მოახერხებს, თუმცა კონტეს სხვა გეგმები აქვს და თავისი ყოფილი გუნდისთვის ხელის შეშლას ყველანაირად შეეცდება.


თავის მხრივ, ძალიან პრინციპული მატჩი ელის ქართველ ხვიჩა კვარაცხელიასაც, რომელიც ნაკრებში ჩამოსვლამდე თავის ბოლო თამაშს ატარებს ნაპოლის რიგებში.


იტალიაში გადასვლის შემდეგ, კვარაცხელიამ ინტერის წინააღმდეგ 5 მატჩი ჩაატარა (4 ჩემპიონატში, 1 თასზე) და მხოლოდ ერთხელ შეძლო გამარჯვების მოპოვება (წინა სეზონში 3:1), ერთი მატჩი ფრედ დასრულდა (1:1), 3-ჯერ კი დაპირისპირებიდან გამარჯვებული ინტერსი გამოვიდა.


ინტერის წინააღმდეგ ხუთივე მატჩი კვარაცხელიამ სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო, თუმცა ამ დრომდე ვერცერთ მატჩში ვერ შეძლო გოლით ან საგოლე პასით თავის გამოჩენა.


თითქმის ანალოგიური სტატისტიკა ჰქონდა კვარას მილანთან მატჩის წინაც, თუმცა ქართველმა იმავე სან სიროზე, რომელზეც დღეს ითამაშებს, შორეული დარტყმით მოახერხა მაიკ მენიოს კარის აღება და ნაპოლის გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა.


გარკვეულ უპირატესობას პარტონოპეის ამ მატჩში ის აძლევს, რომ გუნდი მთელი კვირა უშუალოდ ინტერთან დაპირისპირებისთვის ემზადებოდა. ნერაძურიმ კი, თავის მხრივ, შუა კვირაში არსენალთან დამქანცველი თამაში ჩაატარა და მართალია 1:0 მოიგო, მაგრამ ფეხბურთელებს სასურველი შედეგის მისაღწევად სერიოზული ძალისხმევის გაღება დასჭირდათ. 


სავარაუდო შემადგენლობები


ინტერი: ზომერი, პავარი, აჩერბი, ბასტონი, დარმიანი, ბარელა, ჩალჰანოღლუ, მხითარიანი, დიმარკო, ტურამი, მარტინესი


ნაპოლი: მერეტი, დი ლორენცო, რაჰმანი, ბონჯორნო, ოლივერა, ანგისა, ლობოტკა, მაკტომინეი, პოლიტანო, კვარაცხელია, ლუკაკუ.

ნ

ნიკა შაქარაშვილი

ინტერი
ნაპოლი
სერია ა
ხვიჩა კვარაცხელია

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ინტერი გოლგაუშვებელ სვლას აგრძელებს, ლაიფციგი - წაგებებს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ინტერი გოლგაუშვებელ სვლას აგრძელებს, ლაიფციგი - წაგებებს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

კონსეისაო: "იუვენტუსში ძალიან ბედნიერი ვარ"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

კონსეისაო: "იუვენტუსში ძალიან ბედნიერი ვარ"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

მსოფლიოში 10 საუკეთესო გუნდი - Opta-ს რეიტინგი

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მსოფლიოში 10 საუკეთესო გუნდი - Opta-ს რეიტინგი
•ფეხბურთი

ფეხბურთი

მილანმა გაბიას ახალი კონტრაქტი დაადასტურა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მილანმა გაბიას ახალი კონტრაქტი დაადასტურა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

26 ნოე, 2024

ინტერი გოლგაუშვებელ სვლას აგრძელებს, ლაიფციგი - წაგებებს

News image

28 ნოე, 2024

კონსეისაო: "იუვენტუსში ძალიან ბედნიერი ვარ"

News image

28 ნოე, 2024

მსოფლიოში 10 საუკეთესო გუნდი - Opta-ს რეიტინგი

News image

28 ნოე, 2024

მილანმა გაბიას ახალი კონტრაქტი დაადასტურა

კომენტარები

ლინკის დაკოპირება