სერია ა-ს პირველ ტურში მილანურმა გრანდებმა გამარჯვების მოპოვება ვერ შეძლეს.
პირველმა თავისი მატჩი ინტერმა ჩაატარა, რომელიც სტუმრად ჯენოას დაუპირისპირდა. სიმონე ინძაგის გუნდი ჯერ 1:0-ს აგებდა, შემდეგ სიტუაცია შემოატრიალა და 2:1 წაიყვანა მარკუს ტურამის დუბლით ხარჯზე, თუმცა 90+6 წუთზე ჯუნიორ მესიასმა ჯერ პენალტი გააფუჭა, თუმცა შემდეგ გამოსწორდა და მაინც შეძლო ანგარიშის გათანაბრება და საბოლოო ანგარიშის დაფიქსირება - 2:2.
იგივე ანგარიშით დაასრულა თავისი მატჩი მილანმაც, რომელმაც სან სიროზე ტორინოს უმასპინძლა.
89-ე წუთამდე ტურინული კლუბი სენსაციურად 2:0-ს იგებდა, თუმცა სიტუაცია შეცვლაზე შემოსულმა ფეხბურთელებმა შემოატრიალეს - 89-ზე ალვარო მორატამ დებიუტი გოლით აღნიშნა, 90+5 ზე კი ოკაფორმა მატჩის პრაქტიკულად ბოლო დარტყმით შეძლო ანგარიშის გათანაბრება - 2:2.
საბა საზონოვი მოედანზე 89-ე წუთზე შემოვიდა, როცა ტორინო 2:0-ს იგებდა, თუმცა სამწუხაროდ, თავის გუნდს ანგარიშის შენარჩუნებაში ვერ დაეხმარა.