• ArenamaxArenamax
  • ქვიზების ლიგა
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

სპორტის გურუ

ქვიზები

მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სიახლეები

ArenamaxArenamax

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
მასპინძელი დამარცხებულია - ესპანეთი ჩემპიონია
ფეხბურთიფეხბურთი
ოლიმპიადაოლიმპიადა

მასპინძელი დამარცხებულია - ესპანეთი ჩემპიონია

09 აგვ, 2024 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე საფეხბურთო ტურნირის ფინალი გაიმართა, სადაც ერთმანეთს მასპინძელი საფრანგეთისა და ესპანეთის ოლიმპიური ნაკრებები დაუპირისპირდნენ. შეხვედრა საკმაოდ დაძაბული და უხვგოლიანი გამოდგა.

ანგარიში მე-11 წუთზე ენცო მილომ გახსნა, თუმცა ესპანელებმა თამაშის შემოტრიალება პირველივე ტაიმში მოახერხეს. მე-18 და 25-ე წუთზე გატანილი გოლებით ფერმინ ლოპესმა დუბლი შეასრულა, 28-ე წუთზე კი ალექს ბაენამ სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა და პირველი ტაიმის ანგარიშიც დააფიქსირა, 1-3.

შეხვედრის მეორე ნახევარში ამჯერად ქამბექი საფრანგეთისგან ვიხილეთ. 79-ე წუთზე მანე აკლიუშემ სხვაობა შეამცირა, 93-ე წუთზე კი პენალტის დახმარებით ჟან-ფილიპ მატეტამ ანგარიში გაათანაბრა (3-3) და შეხვედრა დამატებით დროში გადაიყვანა.

ფრანგების ფსიქოლოგიური უპირატესობის მიუხედავად, ესპანელებმა თამაშში გადამწყვეტი გარდატეხა შეძლეს. მე-100 წუთზე სერხიო კამელომ ფურია როხა წინ გაიყვანა 121-ე წუთზე კი კამელომ დუბლი შეასრულა და მატჩს საბოლოო წერტილი დაუსვა, 3-5.

მასპინძელი საფრანგეთის ნაკრები საკუთარ კედლებში დამარცხდა, ესპანეთი კი ევრო 2024-ის შემდეგ ოლიმპიადის გამარჯვებულიც გახდა.

ჩემპიონებმა ოქროს მედლისკენ შემდეგი გზა გაიარეს. ჯგუფურ ეტაპზე ესპანელები უზბეკეთის, დომინიკის რესპუბლიკისა და ეგვიპტის ნაკრებებთან მოხვდნენ და 6 ქულით მე-2 ადგილი დაიკავეს. 1/4 ფინალში მეტოქე იაპონია იყო, რომელიც 3-0 დაამარცხეს, 1/2 ფინალში კი მაროკოსთან იმარჯვეს 2-1.

ასე და ამგვარად, ოლიმპიური ოქრო ესპანეთისაა, ვერხლის მედალს მასპინძელი საფრანგეთი დასჯერდა, ბრინჯაოს მედლის მფლობელი კი მაროკოს ნაკრებია, რომელმაც ეგვიპტე 6-0 დაამარცხა.

ტურნირის ბომბარდირი 8 გოლით მაროკოელი სოფიან რაჰიმი გახდა.

თ

თაზო ჩარკვიანი

საფრანგეთი
ოლიმპიადა
ოლიმპიური თამაშები
ესპანეთი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

News image

18 ნოე, 2024

მბაპეს დეშამთან სერიოზული საუბარი ელის - L'Equipe

News image

18 ნოე, 2024

ესპანეთმა უხვგოლიან მატჩში შვეიცარიას აჯობა და B ლიგაში გააცილა

News image

17 ნოე, 2024

საფრანგეთმა ბოლო ტურში სტუმრად იტალიას მოუგო და ჯგუფში პირველი ადგილი წაართვა

News image

28 ნოე, 2024

FIFA-ს განახლებული რეიტინგი - რა ცვლილებებია ათეულში?

კომენტარები

ლინკის დაკოპირება

მბაპეს დეშამთან სერიოზული საუბარი ელის - L'Equipe

•ფეხბურთი

ფეხბურთი