იტალიის სერია ა-ს ოფიციალურმა გვერდმა ოქტომბრის თვის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოზე 6 მოთამაშე წარადგინა.
იასინ ადლი (ფიორენტინა)
ფრანსისკო კონსეისაიო (იუვენტუსი)
ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი)
ნუნუ ტავარეში (ლაციო)
მატეო რეტეგი (ატალანტა)
მარკუს ტურამი (ინტერი)
ხმის მიცემა ამ ლინკზე შეგიძლიათ.
კვარაცხელიამ ოქტომბერში იტალიის ჩემპიონატში 4 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. ქართველმა ემპოლისა და მილანის წინააღმდეგ გამოიჩინა თავი.
სექტემბერში სერია ა-ს თვის საუკეთესო მოთამაშედ სწორედ ხვიჩა დასახელდა, ასე რომ მას შეუძლია ზედიზედ მეორედ დაიმსახუროს ეს პრიზი და რეკორდიც მოხსნას.
კვარაცხელიამ ლეაუს გაუსწრო და დიბალას გაუთანაბრდა