უეფას კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა, სადაც ქართული გუნდების სავარაუდო მეტოქეები გაირკვა.
დინამო ბათუმი მონტენეგროს დეჩიჩის დამარცხების შემთხვევაში ფინურ ჰიკს შეხვდება.
ქუთაისის ტორპედოს მეტოქე კვიპროსული ომონიას ბარიერის დაძლევის შემდეგ აზერბაიჯანულ სუმგაითსა და უნგრულ ფეჰერვარს შორის გამარჯვებული იქნება.
რაც შეეხება იბერია 1999-ს, თუ თბილისელები ალბანურ პარტიზანს მოუგებენ, მაშინ ისინი თურქულ ბაშაქშეჰირსა და სან მარინოს ლა ფიორიტას შორის უძლიერესს შეხვდებიან.
ქართული გუნდები მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს 24-25 ივლისსა და 30 ივლისს-1 აგვისტოს გამართავენ.